შევხვდეთ გაზაფხულს მშვიდად
ზამთარში დისკომფორტის ძირითადი წყარო სინათლისა და სითბოს დეფიციტია. როდესაც ორგანიზმი იძულებულია, ენერგია გასათბობად დახარჯოს, იმუნიტეტი სუსტდება. ამიტომაც გვერევა ზამთრობით ინფექცია ასე ადვილად. მართალია, ჩვენი რჩევები ორიგინალურობით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რადგან ხშირად შეხსენების გარეშე არ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

ვიტამინები
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია ვიტამინები. რასაკვირველია შეიძლება, მთელი ზამთარი მივიღოთ მათი სპეციალური კომპლექსი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ შესაძლებელია ვიტამინების სხვა გზით მიღებაც - საამისოდ რაციონი ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით უნდა გავიმდიდროთ.

ტანსაცმელი
წელიწადის ცივ პერიოდში ჯობს ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის ან თანამედროვე, ჰაერგამტარი სინთეტიკის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სითბოს ცვლის დარღვევა ორგანიზმის დამცველობით ძალებს ასუსტებს.
აბაზანები
რეგულარულად მიიღეთ არომატული ზეთების აბაზანები. ლიმონის აბაზანა აფერხებს დაავადებებს, რომლებსაც გაციებას ვუწოდებთ. თუ გინდათ, მძიმე ფიქრებს თავი დააღწიოთ, მოდუნდეთ, გათბეთ და მშვიდად დაიძინოთ, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს. დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს ლავანდის, ბარამბოსა და გვირილის ეთერზეთები. წყალში 20 წუთზე მეტხანს გაჩერებას არ გირჩევთ - შეგცივდებათ და ძილი დაგიფრთხებათ. თუ გინდათ, აბაზანამ, პირიქით, გამოგაცოცხლოთ, წყალი ცხელი უნდა იყოს - 38-39 გრადუსი, და შიგ მხოლოდ 10 წუთი უნდა დაყოთ. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ციტრუსების, მენთოლისა და არნიკის ზეთები. აბაზანის შემდეგ გადაივლეთ გრილი წყალი. უფრო უკეთესი იქნება, თუ წამით ძალიან ცივ წყალს გადაივლებთ. ასე კიდეც გამოფხიზლდებით და საჭირო ენერგიითაც დაიმუხტებით.
სინათლე
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მზის სინათლის დეფიციტის დროს ქალების 25%-ს მელანქოლია ეუფლება. ზოგიერთ ქვეყანაში სეზონურ დეპრესიასთან საბრძოლველად სპეციალურ სინათლის ბოქსებს იყენებენ, ჩვეულებრივ პირობებში კი სასურველია, უფრო ხშირად ისეირნოთ დღის სინათლეზე. გარდა ამისა, ეცადეთ ჩაიცვათ ღია, ხალისიანი ფერის ტანსაცმელი. მუქ ფერთა გამა განწყობას ნამდვილად ვერ გამოგიკეთებთ!
კვება
ზამთარში მკაცრი დიეტის დაცვა არ შეიძლება - ეს გააღრმავებს დეპრესიას და დაასუსტებს ორგანიზმს. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ზამთარში 2-3 კგ მოიმატეთ - მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.

No comments:
Post a Comment