ალკოჰოლი და დაავადებები


კვლევის ფარგლებში, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ასიათასობით მოხალისისგან რეგულარულად აგროვებდნენ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობისა და ალკოჰოლის მოხმარების შესახებ. ამ ინფორმაციის სხვა მონაცემებთან შედარებით, რომლებიც კიბოთი დაავადების საერთო რაოდენობასა და ალკოჰოლის მოხმარების ჩვევებს ეხებოდა, მეცნიერებმა შეძლეს ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს რისკის დადგენა.

მათი თქმით, მამაკაცების შემთხვევაში საქმე ძირითადად ეხება სიმსივნეს მუცლის ღრუში, ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში. გამოკვლევის თანახმად, ქალებში ალკოჰოლის მოხმარება წარმოადგენს ასევე ძუძუს კიბოს გამომწვევ ერთერთ მიზეზს. მხოლოდ 2008 წელს, ზემოთჩამოთვლილ რვა ქვეყანაში, ალკოჰოლის მოხმარება გახდა კიბოს გამომწვევი მიზეზი 21 500 ქალისა და 57 600 მამაკაცის შემთხვევაში. მათი უმეტესობა ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა.
ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების მიხედვით ევროპა ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია. ევროპაში სიკვდილიანობის 6,5 % ალკოჰოლის მოხმარებასთანაა დაკავშირებული.
ალკოჰოლი მხოლოდ გულისთვის კი არ ყოფილა მავნე, თურმე კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის. ამერიკაში არაერთგზის ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ წლების განმავლობაში ყოველდღე ორ ჭიქაზე მეტ ალკოჰოლიან სასმელს მიიღებთ, შესაძლოა, პირის ღრუს, ხახის, ხორხის, საყლაპავის, ღვიძლისა და სარძევე ჯირკვლის კიბო დაგემართოთ. ავთვისებიანი სიმსივნე
განვითარების ალბათობა კიდევ უფრო იმატებს, როდესაც ადამიანი ალკოჰოლთან ერთად თამბაქოსაც ეტანება. გამოსავალი? მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

No comments:

Post a Comment