ფაქტები: ფიზიკური აქტიურობა სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი კომპონენტია. ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესის მიმდევრების სიკვდილიანობა მაღალია და ეს შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო გულის დაავადებამ, არამედ ნებისმიერმა სხვამ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან სხვა გამოკვლევებმაც დაადგინეს, რომ ფიზიკური ვარჯიში დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ფიზიკური ვარჯიში ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდის დონეს, ამაღლებს დიდი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს, ხელს უწყობს წონის შემცირებას და ამცირებს ორგანიზმში ცხიმების პროცენტულ შემცველობას. ფიზიკური ვარჯიში ასევე დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე და გულის შეკუმშვათა სიხშირეზე. კარგი ფიზიკური ფორმა იცავს გულს ემოციური სტრესისგან. ტორონტოს უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცუდ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ადამიანის გული ზეაქტიურად რეაგირებს ფსიქოლოგიური სტრესის დროს გამოყოფილ ჰორმონებზე.
ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საერთაშორისო დონის სპორტსმენი უნდა გახდეთ? გადადოთ ყველა საქმე და მხოლოდ სპორტით დაკავდეთ? უკანასკნელი მონაცემებით, ამის გაკეთება აუცილებელი არ არის.
მისდიეთ სპორტს. 17 ათასზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მისდევდნენ სპორტს, გულის დაავადებების რისკი 1/3-ით ნაკლები ჰქონდათ.
იმუშავეთ ბაღში. 12 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევის დროს დადგინდა, რომ გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად იმაზე ნაკლები ფიზიკური აქტივობაა საჭირო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, საშუალო და მსუბუქი ფიზიკური აქტიურობის მქონე ადამიანები ისევე დაცულნი არიან გულის დაავადებებისგან, როგორც ინტენსიური სპორტის მიმდევრები.
აღმოჩნდა, რომ გულის დაავადებებისგან დასაცავად საკმარისია 48-წუთიანი აქტივობა დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური აქტიურობა აუცილებლად არ გულისხმობს სირბილს, ან სპორტდარბაზში ვარჯიშს, საკმარისია გაისეირნოთ, დაასუფთავოთ ეზო ან ბაღში წაიმუშაოთ.
გაისეირნეთ. ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გასეირნება ზრდის ,,კარგი” ქოლესტერინის დონეს ქალებში, რომლებიც ადრე ცხოვრების პასიურ წესს მისდევდნენ. სხვა გამოკვლევისას დადგინდა, რომ გულის დაავადებების რისკი 42-50%-ით შემცირდა იმ ქალებში, რომლებიც ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდნენ.
წათვლიმეთ. გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად აუცილებელი არ არის ფიზიკური ვარჯიში. აღმოჩნდა, რომ სადილის შემდეგ ძილიც ამცირებს დაავადების რისკს. ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სადილის შემდეგ 30 წუთიანი ძილი 30%-ით ამცირებს გულის დაავადების რისკს. რაც უფრო მეტ ხანს დაიძინებთ სადილის შემდეგ, მით ნაკლები იქნება გულის დაავადების რისკი.
ბედნიერი გული ჯანმრთელი გულია

No comments:
Post a Comment