ადამიანის ორგანიზმი რთული “მანქანაა”, რომელსაც ავტომატური პილოტი მართავს. თუმცა, რეგულარული ტექნიკური ნორმების დაცვა აქაც საჭიროა. ეს ბალანსირებულ, ჯანსაღ კვებასა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას გულისხმობს.
ასობით ათასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები დღეებს თხილისა და ხილის შეგროვებაში ატარებდნენ, ხორცის მოსაპოვებლად ნადირობა უწევდათ, ხოლო ლომებისა და ლეოპარდებისაგან თავდასაცავად – სირბილი. ცხოვრება საკმაოდ რთული ტემპით მიმდინარეობდა, საკვებს კი, ძირითადათ, ხილი, ფესვები, მარცვლეული და კენკრა შეადგენდა. წყლის მოსაპოვებლად ადამიანები გრძელ გზას გადიოდნენ და მუდმივად თავდასხმის საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ. გადარჩენისა და თაობის შესანარჩუნებლად მათ ჯანმრთელობა ესაჭიროებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში – დაღუპვა გარდაუვალი იყო.
დღესდღეობით, დასავლეთის ქვეყნებში საკვების მოსაპოვებლად ნადირობა სუპერმარკეტში შესვლას გულისხმობს, სადაც იმდენი საჭმელისა და სასმელის ყიდვა შეიძლება, რამდენსაც მოისურვებთ… ამ საკვების უდიდესი ნაწილი გადამუშავდება და არცთუ ისე სასარგებლო იქნება ჩვენი ორგანიზმისათვის. მაგალითად, შაქარი, მარილი და ცხიმი. ჩვენი თითქმის არც კი დაგვჭირდება კუნთების გამოყენება საკვების მისაღებად. ჩვენ მიერ შესასრულებელ საქმეს, როგორც წესი, მანქანები აკეთებენ.
დღეს სიცოცხლე ბევრად უფრო კონფორტულია, ვიდრე გამოქვაბულში ცხოვრებისას და, რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენგანი პრომიტიულ ადამიანზე უფრო დიდხანს ცოცხლობს, თუმცა არსებობს სხვა პრობლემებიც.
No comments:
Post a Comment